|
2015-04-15 18:02:38, 361 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპასუხო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. სახელმწიფოს მეთაური ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ თავისუფლების მონუმენტს ყვავილების თაიგულებით შეამკობენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთანაც გამართავს. ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 1940-1991 წლების ლატვიის ოკუპაციის მუზეუმსაც მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ლატვიის აკადემიურ ბიბლიოთეკის დირექტორს ვენტა კოცერეს ღირსების ორდენით დააჯილდოებს. პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენების სამუშაო შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციის პატივსაცემად ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება. ქართული დელეგაცია საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ქოუგლი.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)