|
2015-04-09 17:32:48, 305 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილი გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხი განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ და ყურადღება რეგიონალური მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო არაღიარების პოლიტიკას და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისგან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია და მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრას წმინდა საყდართან საქართველოს, აშშ-ის, ბრაზილიის, უკრაინის, კანადის, თურქეთის, ევროკავშირის, იაპონიისა და ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო სადილის დროს ვატიკანში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს საქართველოდან სპეციალურად ჩამოტანილი ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხვალ მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)