2015-04-09 13:00:56, 326 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: ამ საზარელ დანაშულს უმკაცრესი პასუხი გაეცემა
„ამ საზარელ დანაშულს უმკაცრესი პასუხი გაეცემა“,-ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალო პანაშვიდი მიმდინარეობს.
„პატივი მივაგეთ გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნას. ამ საზარელ დანაშაულს უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. უმკაცრესი პასუხი გაეცემა ამ და ყველა სხვა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან