2015-04-08 17:50:21, 377 ნახვა
პოლიტიკა
"დელტა" კვლავ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ეკონომიკის სამინისტროდან კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, "დელტა" არ გაუქმებულა და მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, თავის საქმიანობას აგრძელებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან