22:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:19:39, 329 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ალექსანდრე მარგიშვილი ხელმოცარული ჩინოვნიკია, რომელმაც თავი ვერაფერს გაართვა

"ალექსანდრე მარგიშვილი ხელმოცარული ჩინოვნიკია, რომელმაც ვერც ერთ დაწესებულებაში ფეხი ვერ მოიკიდა და თავი ვერაფერს გაართვა",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოში განაცხადა, სადაც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ.
ალეკო ელისაშვილს თბილისის მერთან კითხვები რამდენიმე საკითხზე ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი ალექსანდრე მარგიშვილის ახალ პოსტს ეხებოდა.
"ჯიხურებთან დაკავშირებით ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რა ჯიხურების ტენდერს აცხადებთ ყოვლად გაუგებარია. ძლივს ავიღეთ ეს ჯიხურები,  საშინელება,  რომლითაც მთელი ქალაქი იყო მოფენილი. სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ თბილისის მერიამ? მარგიშვილთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე მკაფიოდ გვითხრათ,  რატომ გაუშვით, თუ მან თავი ვერ გაართვა თავის მოვალეობას,  მაშინ 2 მლიონს რატომ აძლევთ რაღაც აბსურდულ დაწესებულებაში? ეს კაცი ხელმოცარული ჩინოვნიკია, რომელმაც ვერც ერთ დაწესებულებაში ფეხი ვერ მოიკიდა და თავი ვერაფერს გაართვა",-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა. მოგვიანებით ის, თბილისის  მეწარმეობის განვითარების  ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics