12:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:00:32, 433 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე დეპუტატებს მოუწოდებს საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხმამაღლა ნუ საუბრობენ

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ მან საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მისი მინისტრობის პერიოდში დაურეკა.

როგორც ჯანელიძემ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განაცხადა, მან ალასანიას სთხოვა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გადაევადებინათ.

 „კი ბატონო, დავურეკე იმ მიზეზის გამო, რომ გაგვევლო ის პროცედურები და შემდეგ მოგვეწერა ხელი“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

მინდია ჯანელიძემ დეპუტატებს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხმამაღლა ნუ ისაუბრებენ, რადგან ის სახელმწიფო ინტერესებს შეიცავს.

მისივე თქმით, ამ თემის დეტალებზე ნდობის ჯგუფთან ისაუბრებს.

 „მემორანდუმი რამე ხელშეკრულების ხელმოწერას არ ითვალისწინებს. მინდა დავაზუსტო, რომ ეს საკითხი არის განხილული, მისი გარკვეული ნაწილი მოწონებული იყო, ნაწილი არა“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics