|
2015-04-07 11:44:41, 269 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი ქვეყნისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის კონფერენციას, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. საგარეო საქმეთა მინისტრები ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)