03:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 19:01:28, 331 ნახვა

პოლიტიკა
პორტუგალიამ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პორტუგალიის რესპუბლიკის ნაციონალურმა ასამბლეამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 

სარატიფიკაციო დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა რაც, შესაბამის ბრძანებულებას ხელს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოაწერს. 

"პორტუგალია არის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. ბოლო რამდენიმე თვის განმალობაში პორტუგალიამ გააკეთა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის  დაგმო  რუსეთის ფედერაციასა  და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები".  პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ", - განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics