06:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 15:02:23, 339 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ვარწმუნებ საზოგადოებას, ყველა დამნაშავეს შესატყვისი პასუხი გაეცემა

"ვარწმუნებ საზოგადოებას, ყველა დამნაშავეს შესატყვისი პასუხი გაეცემა, ყველა  პასუხს აგებს სამართლის წინაშე",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილი საბურთალოს პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ბესიკ ხარძიანის ცხედარია დასვენებული. მას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
"მინდა სამძიმარი და თანადგომა  გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ის, რომ მოკლე დროში უკვე მე-2 შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს,  ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო და საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ, რასაც ვარწმუნებ მათაც- არაადამინებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ და ჩვენს საზოგადოებას, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხსს ვერ მოიკიდებს და ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და ყველა პასუხს აგებს სამართლის წინაშე",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა.  ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics