22:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 13:51:51, 314 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ისლამ კარიმოვს უზბეკეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისლამ კარიმოვს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულითადი მოლოცვა უზბეკეთის პრეზიდენტად არჩევის გამო.

თქვენთვის ნდობის გამოცხადებით, უზბეკმა ხალხმა არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და სამომავლო გარდაქმნების სასარგებლოდ გააკეთა.  მწამს, რომ თქვენი ბრძნული ხელმძღვანელობით უზბეკეთი ახალ სიმაღლლებს და კეთილდღეობას მიაღწევს.

იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მოღვაწეობა უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის მომავალ გაძლიერებას.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics