23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 11:02:40, 323 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მთავრობის პარლამენტში არ მოსვლა, ჩემთვის წამგებიანი არ იყო, ამით სახელმწიფომ იზარალა, რასაც ვდარდობ

"სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას მივყავართ ხელისუფლების ეროზიისკენ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" მთავრობის პარლამენტში არმისვლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მთავრობის არ გამოცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს არ უზარალია, თუმცა  მთავრობისთვის  კი, ეს ნაბიჯი წამგებიანი იყო.
"სამწუხაროდ,  ასეთია გამოკვლების შედეგი. მე ამაზე ვდარდობ. ამას გავუსვი დღეს ხაზი, რომ თუ ჩვენ არ შევინარჩუნებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ გავაძლიერებთ მას,  ამას მოგებული ნამდვილად არავინ ეყოლება.სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას მივყავართ ხელისუფლების ეროზიისკენ.ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ დღევანდელი არ გამოცხადება მთავრობის,  ეს ჩემთვის წამგებიანი არ იყო.ეს წამგებიანი იყო სახელწმიფო ინსტიტუტებისათვის.  ამან პოზიტივი არ შეძინა ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პიარულად ეს პრობლემაა და სახელმწიფო შეგვეძლო გაგვეძლიერებინა დღეს და დღეს იყო ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ყველასთვის-ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რომ ეჩვენებინა ქვეყანაში ხელისუფლების ერთიანობა.ეს არის მესიჯი ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, ბიზნესისთვისაც, ეს არის სახელმწიფოს დასტაბილურება და როდესაც ინსტიტუტი ძლიერია, იქნება ეს პრემიერის,  პრეზიდენტის, თუ პარლამენტის.  შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტს დღეს არ უზარალია.დღეს იზარალა სახელმწიფომ და დღეს არ არის მთალდ პიარულად მომგებიანი დღე მთავრობისთვის, რასაც გულწრფელად ვდარდობ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics