23:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 13:45:29, 344 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის მერაბ ტურავას  ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს   84 ხმით ერთის წინააღმდეგ  საქართველოს პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აირჩია.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით.  შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს  წევრის მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics