13:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 11:33:16, 431 ნახვა

პოლიტიკა
ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატებისთვის პრეზიდენტის მზაობა, კვლავ ძალაშია

ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ,  პოლიტიკური დებატებისთვის პრეზიდენტის მზაობა, კვლავ ძალაშია,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

კვერენჩხილაძის განმარტებით,  პრეზიდნეტი  მზადაა,  ნებისმიერ  შეთავაზებულ ფორმატში ისაუბროს, თუმცა ფორმატის  შესახებ გადაწყვეტილება  პარლამენტმა უნდა მიიღოს.

"რაც შეეხება მოხსენების შემდგომ ფორმატს, ჩვენს მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული მზაობა ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. ფორმატის საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტია.ჩვენი დამოკიდებულება არის პატივისცემის გამოხატვა პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილებისადმი. შესაბამისად, პარლამენტი როგორც გადაწყვეტს, ნებისმიერი ფორმატისთვის ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და ეს  ჩვენი მზაობა კვლავ ძალშია და დადასტურებულია",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics