03:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 09:26:16, 427 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართება

თავისუფლების მოედანზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო გაიმართება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის დაწყებამდე ორი დიდი შეკრება იქნება - ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. 

ჯაფარიძის ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე  16:00 საათისთვის დაიწყება  და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ე.წ.  მიტინგი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაწყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს  16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics