02:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 14:55:28, 332 ნახვა

პოლიტიკა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციის კამპანია დაიწყო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის მიზანი დანაშაულის პრევენციაა, რომლის ფარგლებში   მინისტრი ახალგაზრდობას მოუთხრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილ პირებზე,  თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ საზოგადოება კრიმინალური მენტალიტის მავნე გავლენებისგან დაიცვას.

მინისტრის თქმით, ის კრიმინალურ სუბკულტურას  ახალგაზრდობიდანვე ებრძოდა და მისი პროფესიული არჩევანიც ამან განაპირობა.

„იურისპრუდენციას სწორედ ამ კედლებში  ვეზიარე და  ამიტომ ახალგაზრდებთან შეხვედრები, მოცემული კამპანის ფარგლებში, რომელსაც სისტემატიური ხასიათი ექნება, სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიწყე“,-  აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სტუდენტებს  სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომელიც პენიტენციური სისტემის ძირეულ გარდაქმნას,  თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების  გარანტიების გაზრდას ემსახურება.

 მინისტრმა  აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილე  სტუდენტებში სასჯელაღსრულების სისტემის მომავალ თანამშრომლებს ხედავს.

„სამინისტრო გახსნილია ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, იმისათვის, რომ სასწავლებელში მიღებული ცოდნა ჩვენს სისტემაში გააღრმავონ და შექმნან პენიტენციური სისტემის ახალი, პროგრესულად მოაზროვნე და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა“, - განაცხადა მღებრიშვილი.

შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  ესწრებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი ვლადიმერ პაპავა, მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები  და ყოფილი სტუდენტები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics