22:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 14:04:30, 328 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ე.წ. ხელშეკრულება არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება არანაირი ძალის მქონე არაა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ე.წ. ხელშეკრულება  რუსეთსა და  ოკუპირებულ ცხინვალს შორის,  არაფერი არაა.

"არსებობს სამი ვარიანტი- პირველი, რომ ვინმემ სცნოს ეს დოკუმენტი და ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთი და თავად ოსური მხარე, მეორე არის, რომ  გააკეთონ ისე,  თითქოს არაფერი ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და მესამე-შეაფასონ როგორც უკანონო, არაფრის მქონე, არანაირი ძალის მქონე დოკუმენტი,  მთელი მსოფლიო მკაფიოდ ამბობს, რომ არაფერი არაა. სწორედ ესაა ყველაზე ეფექტური ფორმა, როდესაც მისგან არაფერი არ რჩება გარდა იმისა, რომ  ეს არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა  ხელი მოაწერეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  მხარეებმა  ხელი გუშინ მოაწერეს. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics