02:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 17:05:16, 424 ნახვა

პოლიტიკა
2016 წელს დაზვერვის სამსახურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება

2016 წელს დაზვერვის სამსახურს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება – მშენებლობის პროცესის დაწყებას საფუძველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროს დავით სუჯაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან ერთად ჩაუყარა.

ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

„დაზვერვის სამსახურის გამართული და ეფექტიანი მუშაობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, გლობალური პროცესები და რეგიონში არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ზრდის საგარეო საფრთხეებს, და ასეთ სიტუაციაში თქვენ უდიდესი როლი გაკისრიათ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობისგან ყოველთვის გექნებათ სათანადო მხარდაჭერა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი პროფესიონალიზმი სრულად იყოს გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ, “– განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველმხრივ შეუწყობს ხელს დაზვერვის სამსახურის ისეთ სტრუქტურად გარდაქმნას, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე გამოწვევებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics