23:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 14:32:21, 345 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიაში კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენცია გაიმართება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია  იაპონიაში, ქალაქ სენდაიში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე  კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას  ხელმძღვანელობს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის მონაწილე  ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კატასტროფების რისკის შემცირების  გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე 2015-2025 წლების საქმოქმედო გეგმა შემუშავდება. დოკუმენტის მიზანია, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზიანის, ადამიანთა მსხვერპლის და ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური რესურსების განადგურების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics