|
2015-03-13 10:13:37, 310 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მიხარია, რომ თეთრმა სახლმა ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა
„მიხარია, რომ თეთრმა სახლმა ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა“, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. ნორლანდის განცხადება საელჩომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა. „პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში მომავალი ელჩის თანამდებობაზე კარიერის დიპლომატი იან კელი წარადგინა. მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს. თბილისში მის ჩამოსვლას ზაფხულის მიწურულს, ჩემი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ველოდებით. პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის,უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)