|
2015-03-13 10:11:25, 335 ნახვა
პოლიტიკა
ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე კელი რიჩარდ ნორლანდს ჩაანაცვლებს. „იან კელი მინისტრ-მრჩევლის კლასის კარიერის დიპლომატია. 2013 წლიდან დღემდე ის ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ-დიპლომატად მსახურობს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2013 წლებში, იან კელი, ელჩის რანგში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელი იყო. 2009-10 წლებში იან კელი სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. 2007-09 წლებში ის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-07 წლებში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო. 2000-04 წლებში იან კელი იტალიაში, 1997-2000 წლებში კი თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცრად მუშაობდა. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინატორის ოფისში პროგრამის ოფიცერი იყო. იქამდე ბატონ კელის ეკავა სხვადასხვა პოზიციები აშშ-ის მისიებში ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იტალიაში. 1985 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ის ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო და ნიუ-იორკში ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ბატონ კელის ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)