2015-03-13 09:52:06, 305 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს უნდა გაიმართოს
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს უნდა გაიმართოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ქვორუმი და შესაბამისად, ჩატარდება თუ არა სხდომა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესი ნაწილი და ეკონომიკური გუნდის მინისტრები რიგგარეშე სხდომაზე დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან