2015-03-12 12:22:17, 364 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანიამ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პაატა ჯაჭვლიანი 2014 წლიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„მას აქვს ადმინისტრაციული მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და სწორედ ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად წარდგენასთან დაკავშირებით. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საბაჟო და საგადასახადო სისტემებში. ის არის ომის ვეტერანი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში იღებდა მონაწილებას“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან