2015-03-10 13:06:06, 494 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა.
ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან