20:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 09:33:06, 326 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება

ქართული მხარის ინიციატივით, ხვალ, თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრის  მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.
 
სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვევიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics