01:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 14:27:53, 370 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: ნინო გენეტაძის კანდიდატურის მიმართ პოლიტსაბჭოს პოზიტიური განწყობა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძის მიმართ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პოზიტიური განწყობა აქვს.

ამის შესახებ საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს გენეტაძის კანდიდატურას, საგანელიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის სახელით ვერ ისაუბრებს.

„თავისთავად ცხადია ვისაუბრეთ უზენაესი სასაამრთლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მიმართ დადებითი განწყობაა მთლიანად პოლიტსაბჭოში. უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ფრაქციების პოზიცია არის დადებითი. თუმცა, არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც ჯერჯერობთ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და დაზუსტება სჭირდებათ. მთლიანად უმრავლესობის და ყველა დეპუტატის სახელით ნუ ვისაუბრებთ, ეს არ იქნება მართებული. კოალიციის განწყობა და ფრაქციების ხელმძღვანელების განწყჰობა არის დადებითი“ , - აღნიშნა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics