13:25 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 17:33:20, 615 ნახვა

რეგიონი
შუახევში უჩამბის ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ეცნობიან.

ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან და შუახევის გამგებელთან ერთად სოფელ უჩამბაში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.

“ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათი წყლის მიწოდების გრაფიკი”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. ამ დროისათვის ივნისი-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალი დაახლოებით 108 ათას ლარს შეადგენს. ივნისი-ივლისის სტიქიების შედეგად, აჭარას ჯამში დაახლოებით 2 772 000 ათას ლარის ზარალი მიადგა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics