17:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 14:12:13, 354 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჯერ ჩამორთმეული ქონებებზე უნდა დაიწყოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის მიიჩნევს, რომ გამოძიება პირველ რიგში ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის შეფასებით,  ქონების საკითხთან დაკავშირებით საქმის გამოძიება ადვილად მოხდება, რადგან ქონებების უმრავლესობა სახელმწიფოს განკარგულებაშია.

 „მინდა საჯაროდ  მივესალმო  იმას, რომ პროკურატურამ ეს დეპარტამენტი შექმნა. რაც შეეხება იმ დახარისხებულ საქმეებს, რაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გაკეთდა, იკვეთება ერთი რამ, რომ ქონების ჩამორთმევის რამდენიმე ასეული საქმეა და ამ ქონებების უმრავლესობა სახელმწიფოს ხელშია. ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისათვის, რომ პირველ რიგში ამ ნაწილში აღდგეს  სამართლიანობა. რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, აქაც 1000–მდე საქმეა გადასახედი და ალბათ,  ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს იყო თუ არა ესა თუ ის განაჩენი უკანონო და მოხდეს გამოძიება, ხომ არ იყო მასალები მოპოვებული, ზეწოლის, მუქარის ან სხვა გზით. საქმეების დახარისხება პროკურატურასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა, რადგან გარკვეულიყო რა ტიპის ფინანსურ გამოწვევებთან შეიძლება დამდგარიყო სახელმწიფო, იმიტომ ,რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაფერი თანხებამდე მიდის. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ შეიძლება გარკვეული საქმე ნაკლები ფინანსური დანაკარგით იყოს მოგვარებული, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, წყნეთის აგარაკები, რომელიც სახელმწიფოს პრივატიზაციაში არ გაუტანია, მარტივად იქნას გამოძიებული და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით, 700-დე საჩივარია შესული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics