13:17 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 13:08:33, 567 ნახვა

რეგიონი
აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გრძელდება ინოვაციური პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხარისხის ნიშნის მიღების სურვილი 42-მა ტურისტულმა ობიექტმა გამოთქვა.

მათივე ცნობით, პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge პროექტში ჩართვის მსურველი 22 კვებისა და 18 განთავსების ობიექტი დარეგისტრირდა. მათ შორისაა რეგიონში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებიც.

აღნიშნულ ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი  უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ივლისსა და აგვისტოში ეტაპოპრივად განახორციელებს. 1 აგვისტოდან კი რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეკომენდებულ 18 ტურისტულ ობიექტს ახალი სასტუმროები და რესტორნები შეემატება. ხარისხის ნიშანი რეგიონის სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობას გულისხმობს.

„სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართვა მაღალი კლასის სასტუმროებმაც გადაწყვიტეს. მათი მხრიდან ესაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა და სხვა სასტუმროებისთვის მაგალითის მიცემა. ხარისხის ნიშნის მსურველთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ჩვენი პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე,  რომ რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტები გათანაბრდება და საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე reccomend.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics