03:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 20:01:57, 349 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუდოლფ მიხალკას, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შანდორ საბოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა.

შსს-ს ინფორამციით, მხარეებმა საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს.

მინისტრი ელჩებს ესაუბრა შსს–ში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, საპოლიციო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული გახდება.

შეხვედრებისას, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის, კერძოდ კი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics