02:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 12:58:02, 311 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს  ბრიუსელში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ხვალ ევროკავშირის ახალ ლიდერებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირილ გაბურიჩისთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics