2015-02-24 19:14:20, 663 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკი 24 თებერვლის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2630 შეადგინა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.26 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან