21:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 12:20:27, 464 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სამართლის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება, რომელიც ლონდონში იმართება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები; სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები, მონაწილეობენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართლის გლობალური სამიტი ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა, რომელზეც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ბიზნესისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობენ. დისკუსია თემატურ სესიებზე გაიმართება, რომლებიც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს ეხება.

სამიტის თემატიკა მრავალფეროვანია: სავაჭრო და საინვესტიციო ბაზრის სამართლებრივი მხარეები, კონკურენცია და სამართლებრივი დავა ბიზნესში, ეკონომიკური დანაშაულის სპეციფიკა და მასთან ბრძოლის მექანიზმები,  სწრაფი მართლმსაჯულების როლი და მნიშვნელობა ბიზნესისათვის, კანონის უზენაესობა ბიზნესში, საერთაშორისო ბიზნესდავები, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაცულობის საკითხები, შრომითი უფლებები − დამსაქმებლები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება ბიზნესში და სხვ.

სამიტი 23 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვლამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ბრიტანეთში შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის იუსტიციისა და სამოქალაქო თავისუფლების მინისტრ საიმონ ჰიუგსსა და სამართლის გლობალური სამიტის მონაწილე უცხოელ კოლეგებთან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics