14:16 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 12:35:20, 3132 ნახვა

კულტურა
მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება

საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო  ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბილეთების  მაქსიმალური ფასი 90 ლარი იქნება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება.

პროექტის შესახებ დღეს  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა  და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს.

Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება.

პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ.

პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი  თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს.  შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს,   7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი  გაიმართება, ხოლო  18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება,  როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება (შემოქმედებით კარიერაში).

პროექტ Check in Georgia-სთვის 29 მილიონი გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics