03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 14:36:25, 439 ნახვა

პოლიტიკა
ანი მიროტაძე: პრეზიდენტის არჩევანით კმაყოფილი ვარ, ნინო გვენეტაძეს მხარს დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე პრეზიდენტის არჩევანით კმაყოფილია. როგორც მიროტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძეს თავად  მხარს დაუჭერს.
"კმაყოფილი ვარ პრეზიდენტის ამ არჩევანით.  მე როგორც ერთი დეპუტატი, მხარს დავუჭერ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ნინო გვენეტაძის შემთხვევაში ყველაზე მთავარი რაც უნდა იყოს, იქნება გარანტირებული პრინციპულობა და სამართლიანობა",-განაცხადა  ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად  ნინო გვენეტაძე დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის  მიერ შერჩეული კანდიდატი არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს აყენებენ.  მისივე თქმით,  კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მათ შორის ბევრი იყო ღირსეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics