|
2015-02-17 14:26:08, 404 ნახვა
პოლიტიკა
შალვა შავგულიძე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ 28 კანდიდატს შორის მყოფი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის სახით, პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა. მისივე თქმით, გვენეტაძემ სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი იცის და მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. "ნინო გვენეტაძემ სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი იცის და სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ყველაფერს გააკეთებს. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ. ახლა პოლიტკისგან სტერილური ადამიანი არ არსებობს.პირიქით, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქტიურად, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს. მან ძალიან აკრგად უნდა იცოდეს და სწორედ პოლიტიკური ნება უნდა გააჩნდეს იმისა, რომ დაიცვას სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან",-განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)