03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 14:28:17, 399 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: პრეზიდენტმა კანდიდატურა დაასახელა, მაგრამ ბურთი ახლა პარლამენტის მოედანზეა

"პრეზიდენტმა დაასახელა კანდიდატურა,  ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს",-ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის წარდგენილ 28 კანდიდატს შორის მყოფმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუცნაშვილი დარმწუნებულია, რომ პარლამენტი პასუხისმგებლობით გამსჭვალულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"პრეზიდენტმა დაასახელა კანდიდატურა. ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. ასე რომ, ბურთი ახლა არის პარლამენტის მოედანზე, ჩვენ ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრები მიიღებენ თავიანთ დამოუკიდებელ პასუხისმგებლობით გამსჭვალულ გადაწყვეტილებას",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics