03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:29:17, 350 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არ მგონია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ

„არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რაიმე სასიკეთო მოუტანონ უკრაინას, თან იმ მძიმე და დაძაბულ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თემის კომენტირებისას განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილმა საქართველოში კრიმინალური რეჟიმი შექმნა.

„უკრაინას ჰყავს მთავრობა. არ მინდა მათ საკადრო პოლიტიკაში ჩავერიო, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ისინი ალბათ თვლიან, რომ ეს ადამიანები რეფორმებს განახორციელებენ და მიიღეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია იმ კრიმინალურ, სისხლიან რეჟიმთან, რომელიც საქართველოში შეიქმნა და თავის მეგობრებთან ერთად მთავარი იდეოლოგი იყო. არ მგონია, რომ მათ რაიმე სასიკეთო მოუტანონ უკრაინას, თან იმ მძიმე და დაძაბულ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics