23:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 21:25:01, 871 ნახვა

ეკონომიკა
„სფერო ჰოლდინგმა“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გამართა - „გრიგოლეთი კურორტია“
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

“გრიგოლეთი კურორტია“- ამ სახელწოდებით, „სფერო ჰოლდინგმა“ მასშტაბური საზეიმო  ღონისძიება გამართა. ასობით საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ერთ სივრცეში, მსახიობებს, მომღერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ბიზნეს სექტორის, მედიის სხვადასხვა სფეროსა და ინსტიტუციის წარმომადგენლებს, მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” უმასპინძლა. გრიგოლეთისთვის, კლიმატური კურორტის მინიჭების საკითხი იყო ღონისძიების მთავარი მოტივი, მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გრიგოლეთში „სფერო დეველოპმენტის“ პროექტების განხორციელება დაისახა მიზნად, შედეგად დღეს გრიგოლეთი, კურორტია! ამ პროექტების უმრავლესობა დასრულებულია, უფრო მეტიც, საერთაშორისო ავტორიტეტული საექსპერტო ორგანიზაციის „კუშმანის“ დასკვნის საფუძველზე მსოფლიოში უმსხვილეს ბრენდ „ჰილტონსა“ და „სფერო დეველოპმენტს“ შორის შეთანხმება შედგა და დაწყებულია ორი 50 სართულიანი მრავალფუნქციური მეგაპროექტის „სფერო თაუერსების“ განხორციელება. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, სარეაბილიტაციო ცენტრები, შიდა და გარე აუზები, იძლევა შესაძლებლობას უახლოეს მომავალში გრიგოლეთი, კლიმატურ კურორტთან ერთად წელიწადის ოთხივე სეზონზე ცნობილი ბალნეოლოგიური და სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდეს. ღონისძიების წამყვანებმა ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას, მულტიფუნქიური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგის“ დასრულებულ და მომავლის პროექტებზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიება საზეიმო ვახშმით დასრულდა!









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics