|
2024-09-17 16:18:19, 328 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვანია
ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში, მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია. “მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა სტაბილური ბიზნესგარემო, მაკროეკონომიკური მდგრადობა, ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ასევე, აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში",- აღნიშნა ხუციშვილმა. მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები სახეზეა - ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებულია სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილია დასაქმების მონაცემები. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)