11:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 17:07:53, 887 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანულ მხარეს გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის უდიდეს წვლილს, ასევე, საქართველოში სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებას, როგორც განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics