15:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 17:28:07, 668 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დეპუტატებს უმასპინძლეს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ.

დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

რატი ბრეგაძემ ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა.

თეა ნიკოლაშვილმა სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე სტუმრებს სკოლის ისტორია, ამოცანები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი მართვის მხარდაჭერას, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას უკავშირდება. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. 2016-2020 წლებში სკოლაში 232 ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5505 ადამიანმა მიიღო. სკოლის მიზანს ახლო მომავალში ნატოს აკრედიტირებულ ინსტიტუტად პოზიციონირება, მისი რეგიონული დონის ცოდნის ცენტრად ტრანსფორმაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics