|
2020-09-22 18:34:14, 1134 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადი, მდგრადი და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ნატო-სთან არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)