21:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 12:40:46, 719 ნახვა

სამართალი კომენტარი
შს მინისტრი ლიკა კიკიანზე: თუ რაიმე კითხვები დარჩა, მზად ვართ საქმე პროკურატურას გადავცეთ

თუ რაიმე კითხვები დარჩა, მზად ვართ საქმე პროკურატურას გადავცეთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

"თუ რომელიმე პოლიციელმა დაარღვია, ის უმკაცრესად დაისჯება. მოკვლევა დაამთავრა გენინსპექიამ, ეს მოკვლევა დაიდო, დეტალებში ვერ ჩავალ, რატომ არ ამოიღეს კამერები ან რატომ ამოიღეს, ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, რომ ის კამერები ამოეღო. ან არ იყო ინციდენტი იქ მომხდარი, ან ვერ ხედავდა ის კამერები. ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მზად ვართ, თუ რამე კითხვებია გადავცეთ საქმე პროკურატურას და გამოიძიონ",- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კუს ტბაზე მას რამდენიმე პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა და გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ლიკა კიკიანის შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics