|
2016-10-06 15:44:32, 1112 ნახვა
კომენტარი
ვადიმ ვოლოსი: "TNS OPINION" GFK-ს მთავარი კონკურენტია
კომპანია GFK-ს ვიცეპრეზიდენტის, ვადიმ ვოლოსის განხადებით, "TNS OPINION" მათი მთავარი კონკურენტია. როგორც ვოლოსიმ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ ორგანიზაციას კარგი რეპუტაცია აქვს და მასზე მხოლოდ პატივისცემით შეუძლია ისაუბროს: „ეს GFK-ს მთავარი კონკურენტია. ბევრ კოლეგას ვიცნობ, მუშაობის ერთი სფერო გვაქვს. ხანდახან ერთმანეთში ინფორმაციას ვცლით. არაჩვეულებრივი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა. პატივისცემის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა“,-აღნიშნა GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა. ცნობისთვის, ტელეკომპანიები - "იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS", 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია, "TNS OPINION" მოიწვიეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)