02:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 10:33:10, 1496 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ

„მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა.“ - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

 “რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვისაუბრეთ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე. რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილს და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები აქვს ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში, ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება  არს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ე.წ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი გააძლიერებენ ძალისხმევას. თანამშრომლობას და კოორდინაციას იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ წნეხი ავტოკრატიულ რეჟიმზე და საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას.- განაცხადა თინა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics