00:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 22:41:48, 2600 ნახვა

კომენტარი
ბრიტანელი პარლამენტარი მაკკლირი - დააწესეთ სანქციები ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების მიმართ

 დააწესეთ სანქციები ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების მიმართ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი აცხადებს. ბრიტანელი პარლამენტარი ეხმაურება მზია ამაღლობელის წერილს, რომელიც The Guardian-ში გამოქვეყნდა.

"მზია ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი ძლიერი წერილი ყველასთვის გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს. საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა.

დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაში. ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობამ ბევრი ოპოზიციური ხმა დააკავა შეთითხნილი ბრალდებებით. ეს ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა.

დიდი ბრიტანეთი და ევროპა უკვე კონფლიქტში არიან რუსეთთან და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა ამ ბრძოლის ნაწილია.

დააწესეთ სანქციები ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების მიმართ, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების ასრულებაში. დროა, დიდმა ბრიტანეთმა გადადგას ნაბიჯი." - წერს ბრიტანელი პარლამენტარი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics