13:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 10:27:54, 1722 ნახვა

კომენტარი
სანიკიძე – უვიზო შეჩერება არ უნდა შეეხოს მოქალაქეებს, სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ ივანიშვილს

“ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს – უვიზო შეჩერება არ უნდა შეეხოს მოქალაქეებს, სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ ივანიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ

 “ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში. დღეს ვართ ბრიუსელში, სადაც გვქონდა პრინციპული საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ უნდა შეეხოს ჩვენს ოთხ მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად ივანიშვილის დავალებით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრების საკითხს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხის გმირული ნაბიჯებით არის განპირობებული.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics