16:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 17:34:49, 1411 ნახვა

კომენტარი
დონალდ ტრამპი - ყირიმი ობამას დროს დაიპყრეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს

„ყირიმი ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს უმეტესი ნაწილი ბუშის დროს წაიღეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მარკ ლევინის შოუს“ ეთერში.

„ობამამ ყირიმი გასცა და ამაზე არავინ საუბრობს. მე რომ მეთქვა, ჩემი სახელი მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდებზე იქნებოდა. ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან მეგობრობს. მე მას ყირიმი არ მივეცი. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომისაა. ის ლამაზია და ობამას გამო დათმეს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რუსეთმა „არაფერი წაართვა“.

„მათ ყირიმი ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს უმეტესი ნაწილი ბუშის დროს. მაგრამ ჩემს დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ, რომ [რუსეთ-უკრაინის ომმა] მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. ეს აღარ განმეორდება. ნუ ღელავთ ამაზე. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება ეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics