02:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 14:34:01, 5703 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე - ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა, ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა

ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა - ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„ოქრუაშვილი დაიჭირეს საქართველოს ღალატის კომისიაზე მიუსვლელობის გამო.

ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა.

ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics