01:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 15:23:22, 3136 ნახვა

კომენტარი
პესკოვი - გუცულის დაკავება ნიშნავს უარს დემოკრატიის პრინციპებზე

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი გმობს მოლდოვის ხელისუფლების ქმედებებს, გაუგაზიის ლიდერთან, ევგენია გუცულთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიშინიოვმა უარი უნდა თქვას მსგავს მეთოდებზე.

"ჩვენ, რასაკვირველია, ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მივიჩნევთ, რომ კიშინიოვმა უნდა უარი თქვას მსგავს მეთოდებზე და უზრუნველყოს მოქმედების თავისუფლება ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალისთვის". - თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერის შეფასებით, მოლდოვის ხელისუფლება ღია ზეწოლის მეთოდებს იყენებს მაია სანდუს კონკურენტი, პოპულარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

"როგორც ჩანს, კიშინიოვმა აირჩია ტაქტიკა – უარი თქვას კანონზე, დემოკრატიის პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმზე და უბრალოდ განახორციელოს ღია ზეწოლა ყველა პოლიტიკურ კონკურენტზე". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, გუცულის დაკავება "სცდება ყველა დემოკრატიული ნორმისა და პრინციპის ფარგლებს და იმეორებს რუმინეთის ქცევას, სადაც დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს".

კიშინიოვში მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული 25 მარტს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics